ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე კინორეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის ნანა მჭედლიძის საფლავთან მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო.
პროექტი საზოგადოება ხონელის ინიციატივითა და კონსტანტინე ჩხენკელის სახელობის ხონის კულტურული აღორძინების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
დღესვე, გაიმართა კონსტანტინე ესტატეს ძე ჩხენკელის სახელობის ხონის კულტურული აღორძინების ფონდის ერთი წლის ანგარიში.
გამგეობის წევრებმა თინა ჭელიძემ და ალექსანდრე აკიობიძემ საზოგადოებას წარუდგინეს პროექტები, რომლებიც ხონში ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ:
,,წლებია, ფონდი ფასდაუდებელ საქმიანობას ეწევა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ხონის კულტურული განვითარების საქმეში. იპოლიტე ხვიჩიას, პოლიკარპე კაკაბაძის, ივანე შარაშიძის, ნოდარ დუმბაძის და ახლა ნანა მჭედლიძის სახელების უკვდავსაყოფად, პატივსაგებად ჩვენს ქალაქს უკვე ამშვენებს მათი ბიუსტები, მემორიალური დაფები და ეს ფონდის დამსახურებაა. მინდა მადლობა ვუთხრა კონსტატნე ჩხენკელის შთამომავლებს, მის ქალიშვილს ნანას და შვილიშვილს მაგდას, რომ ამდენ საქმეს აკეთებენ სრულიად უანგაროდ. მადლობა ფონდის გამგეობის წევრებს. წარმატებებს გისურვებთ და მხარდაჭერას გიდასტურებთ", განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.