ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 30 აპრილს კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინტენსიური გამოყენებით 300 კმ2 მდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რისთვისაც სისტემამ 100-მდე რაკეტა გაისროლა.
გარანტირებული განადგურებისგან დაცული იქნა 10000 ჰექტარზე მეტი ფართობი. დღის მეორე ნახევრიდან რეგიონში ფრონტალური ღრუბლის მასები ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა კახეთის ხუთი მუნიციპალიტეტი. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 18 მმ იყო.
ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სეტყვასაშიშ პროცესებს თან ერთვოდა ძლიერი ქარი და შეზღუდვები დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლისთვის აკრძალული ზონების სახით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი, ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო, სროლები მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 16:15 საათიდან 20:00 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, თელავის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ხუთივე მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თავზე წვიმის და წვრილი სეტყვის სახით სახით ჩამოიცალა.
ინფორმაციას ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.