პარლამენტში ერთმანეთს „ქართული ოცნების" დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია დაუპირისპირდნენ.
მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება სესიის დაწყებამდე, საკანონმდებლო ორგანოს დერეფანში მოხდა.
„ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ დეპუტატად წოდებული ზაზა პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ, ეს მართლაც ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი. ერთი სიკეთე რა გაუკეთებია ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატია", განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზაზა პაპუაშვილის თქმით, ნიკა მელიას წინასაარჩევნოდ „თემების აწევა" სურს.
„რაც არის და ვინც არის ნიკა მელია არ იცით? გამოიწვია რომ ეს მომხდარიყო, მიკროფონები და კამერა, რაც მისაღები ჰქონდა მიიღო და კიდევ მიიღებს უზრდელობისა და უტაქტობის გამო, არჩევნები ახლოვდება და თემების აწევა უნდა", აცხადებს პაპუაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.