პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მესამე მოსმენით განიხილეს და 87 ხმით 33-ის წინააღმდეგ მიიღეს.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტში მეორე მოსმენის შემდეგ რამდენიმე ტექნიკური, რედაქციული ხასიათის ცვლილება განხორციელდა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომაზე დასვეს საკითხი კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების თაობაზე. მათ მიაჩნიათ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონპროექტში სრულად არ არის გაზიარებული.
როგორც მათ აღნიშნეს, პარლამენტის რეგლამენტის 116-ე მუხლის თანახმად, პლენარულ სხდომაზე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება მომხსენებლის ან თანამომხსენებლის ინიციატივით.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტზე მუშაობა 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა თითოეულ დეპუტატს ჰქონდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.