კახა კალაძე: პარტიასთან, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავაიგივებთ სალომე ზურაბიშვილს
01-05-2019, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს „ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს და ნუ გააიგივებენ სალომე ზურაბიშვილს მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან.

 

 

როგორც კალაძემ განაცხადა, არ იცნობს პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომელშიც იგი საქართველოში ამერიკული ბაზის აშენების საკითხზე საუბრობს. 

 

 

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან.“ ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატები. რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, პარტიასთან, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომეს. გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია, არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ევროპა ჰქვია, ნატოსთან თანამშრომლობა. ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი", უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე განაცხადა:

 

 

„არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი