ღარიბაშვილის ხუმრობანარევი ვერსია სააკაშვილის მიერ ვერტმფრენ "სუპერ პუმას" შეძენის შესახებ
03-08-2015, 00:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ვერტმფრენ "სუპერ პუმას" შეძენის საკითხზე კომენტარი მაღალმთიან აჭარაში კურორტ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე გააკეთა და დააზუსტა, რომ მისი ეს კომენტარი ნახევრად ხუმრობაა.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან იცის, რომ აჭარაში ტრადიციულ საჭმელს, ყაიმახს ამზადებენ. პრემიერმა კაიმაღთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ შუამთობის დღესასწაულზე მიხეილ სააკაშვილმა 3 კილოგრამი ყაიმახი ჭამა, გახდა ცუდად და ვერტმფრენის დასმა შუახევში გახდა აუცილებელი.


"მითხრეს, რომ აქ 200 კილო ტრადიციულ კერძს ყაიმახს ამზადებენ. სხვათა შორის ერთი ისტორია გამახსენდა, როდესაც 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო ყაიმახი. აქედან ის გაფრინდა ღორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ შუახევში დასმა ვერტმფრენის. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი და აქედან წამოვიდა "პუმა". ამიტომ გადაიხადა მან 40 მილიონი ევრო იმის გამო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა ყაიმახი. ეს ნახევრად ხუმრობით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 1
#1   Guy
      
7 აპრილი 2026 12:24
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი