მულახის სპორტსკოლაში მესტიის მოკრივეთა ნაკრები გუნდის საწვრთნელი შეკრება მიმდინარეობს
01-05-2019, 17:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ი. გაბლიანის სახელობის მულახის სპორტულ კომპლექსში, მესტიის მოკრივეთა ნაკრები გუნდის 10-დღიანი ჯგუფური სასწავლო-საწვრთნელი შეკრება მიმდინარეობს.

 


შეკრება „მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“-ს ორგანიზებით ტარდება.

 

 

საწვრთნელ სწავლებას კრივში ხელმძღვანელობს მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი გია წერედიანი, ასევე მწვრთნელები: ლერი ნაკანი, ზურაბ ფალიანი, ზურიკო თამლიანი და სოსო იოსელიანი.

 


სასწავლო-საწვრთნელ ვარჯიშებში მესტიის ნაკრები გუნდის 12 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. შეკრების მიზანია, სპორტსმენების შედეგების და მიღწევების გაზრდა, ასევე სპორტული ოსტატობის ამაღლება.

 


ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის (სათემო ცენტრის) რეკონსტრუქცია 2017 წელს დასრულდა. ამ ეტაპზე სპორტულ ცენტრში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ უმაღლესი დონის და სტანდარტების საწვრთნელ შეკრებებს და საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლოს.

 


სპორტულ კომპლექსში არის სპორტული დარბაზი, ხელოვნური კედელი სწრაფ ცოცვაში, ფეხბურთის მოედანი, ასევე გარე საცურაო აუზი. მანსარდის სართულზე მოწყობილია ჰოსტელი, საშხაპეები, საუნა, სამზარეულო და კაფე–ბარი, რაც ქმნის ყველანაირ პირობას ჯგუფური საწვრთნელო-სასწავლო შეკრებებისა და სხვადასხვა ტურნირების ჩატარებისთვის.

 


სპორტულ ცენტრში შესაძლებელია ასევე სათანადო საწვრთნელი ვარჯიშებისა და სპორტული შეჯიბრების ჩატარება სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა ჭიდაობა, ალპინიზმი, კლდეზე ცოცვა, კრივი და სხვ.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს მომავალ სპორტსმენებს და მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სპორტულ განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

 

 

ინფორმაციას მესტიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი