ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ქალაქ ცაგერში ხორციელდება ხუთი ქუჩის - 9 აპრილის, გოლეთიანის, ჩაკვეტაძის, კოსტავას(ჩიხების), ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაცია.
ამჟამად მიმდინარეობს გრუნტის მოჭრის და ხრეშოვანი საფარის მოწყობის სამუშაოები, ცოტა ხანში დაიწყება მოასფალტება.
ჩაკვეტაძის ქუჩაზე კეთდება კანალიზაციის სისტემაც.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 305 000 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
ინფორმაციას ცაგერის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.