რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჯავახეთს ესტურმა. ქარსელაძემ, სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
ამ დროისთვის სამცხე–ჯავახეთში გზის რეაბილიტაციისთვის 25 პროექტი ხორციელდება:
„ჯამში, 128 კილომეტრის მშენებლობა იგეგმება. წელს ნოემბრამდე 25–დან 20 პროექტი დასრულდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ახალციხიდან ნინოწმინდის მიმართულებით სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი".
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გზის სრული რეაბილიტაცია: გაფართოვდება არსებული გზის სიგანე, რეაბილიტირდება რკინა-ბეტონის 3 ხიდი და წყალგამტარი მილები.
ასევე, მოეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელი ბილიკები. პროექტის ფარგლებშივე, მოხდება ცენტრალური გზის შიდა გზებთან მიერთებაც. ძირითადი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდეების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. პროექტის დასრულების შედეგად, ახალციხიდან ნინოწმინდის მიმართულებით - სომხეთის საზღვრამდე ტრანსპორტით გადაადგილება გაცილებით კომფორტული და უსაფრთხო იქნება.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორთან - ნიკოლოზ ანთიძესთან, მხარის რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ინფორმაციას ნინოწმინდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.