ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს ამ დარბაზში, თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს, კონკრეტულად თქვენი გადადგომის საკითხი დაკავებული თანამდებობიდან, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელსაც დღეს დეპუტატები პარლამენტში უსმენენ.
„ბ-ნო მინისტრო, სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ თქვენი გამოსვლის ტონით დღეს, აქ პარლამენტში, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ თქვენ საკუთარი სრულიად არაკომპეტენტური გადაწყვეტილებით, მიგევლინათ პოლიცია პანკისის ხეობაში, ბევრად უფრო დიდი დარტყმა მიაყენეთ ქართული პოლიციის რეპუტაციას და უზარმაზარი წვლილი შეიტანეთ პოლიციისა და კონკრეტული მოქალქეების დაპირისპირების ინსპირირებაში, ვიდრე ვინმემ უკანასკნელი წლების მანძილზე.... დღეს შესაძლებლობა მაინც გვაქვს, დავსვათ შეკითხვები და მოვისმინოთ პასუხები იმაზე, თუ რა მოხდა პანკისში. მე მაინტერესებს, თქვენ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, როდესაც მიიღეთ ინფორმაცია სრულიად უპრეცედენტო მოთხოვნის შესახებ, რომ კერძო კომპანიის მიერ საინვესტიციო პროექტის დასაწყებად მიგევლინათ ხეობაში პოლიცია, დასვით თუ არა შეკითხვა, რატომ იყო საჭირო პოლიციის გაგზავნა იმ დღეს ხეობაში და საფრთხეს შეუქმნიდა თუ არა გადაწყვეტილება - დაწყებულიყო მშენებლობა - საზოგადოებრივ მართლწესრიგს", მიმართა სამადაშვილმა გახარიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.