თქვენ ახალი პოზიციაც გაქვთ - ეს არის უშიშროების საბჭოს კოორდინაცია და აქედან გამომდინარე, თუ შეგიძლიათ, რომ გამცეთ ძალიან კონკრეტული პასუხი კითხვაზე, როგორ აფასებთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით, მიმართა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც დღეს პარლამენტში უსმენენ.
„ამ კითხვაზე, თუ შეიძლება, ნუ გამცემთ პასუხს, რომ ჩვენ უნდა განვაცალკეოთ პარტია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სალომე ზურაბიშვილი. ნამდვილად ვერ განვაცალკევებთ.
ამაზე მაშინ უნდა გეფიქრათ, როდესაც გამოჭიმულები იყავით ბილბორდებზე და გვთხოვდით, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის კი არა, თქვენთვის მოგვეცა ხმა", მიმართა ირმა ნადირაშვილმა გიორგი გახარიას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.