ხონის მუნიციპალიტეტში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს, პარალელურად მავნებლის საწინააღმდეგოდ გასატარებელი მექანიკური მეთოდების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდნენ, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ საშუალებების მექანიკური მეთოდები გააცნეს და დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სწავლების მიზნით, საკარმიდამო ტერიტორიებზე ფერომონიანი თეთრი ნაჭრები დაამონტაჟეს, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით განადგურება.
შეხვედრებზე ადგილობრივებს მიეწოდა ინფორმაცია ფაროსანას მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს მავნებლის რაოდენობა.
თავის მხრივ, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ „მოიზიდე და გაანადგურე“ საშუალებებს აქვს დადებითი ეფექტი, რადგან ფერომონსა და შუქზე მოზიდული დიდი რაოდენობით მავნებელი თეთრ ნაჭერთან შეხების შემდეგ რამდენიმე წამში ნადგურდება.
ლადო ჯურხაძემ და ლაშა შალამბერიძემ, ასევე ის ფერმერები მოინახულეს, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ თხილის შესაწამლი აპარატები გადაეცათ და მათ თხილის გადარჩენის პროგრამაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ადგილობრივებთან სამუშაო შეხვედრებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, მონიტორინგის ჯგუფის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.