ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე და სამ ჩიხში გზის საფარი კაპიტალურად შეკეთდა.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, ზედაუბნის ქუჩაზე გაკეთდა ბორდიური და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, ერთ-ერთ ჩიხში ბეტონის გზა და ლითონის მოაჯირი მოეწყო. მეორე ეტაპზე, ასფალტის საფარი დანარჩენ ორ ჩიხში დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 570 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ზედაუბნის ქუჩაზე და ჩიხებში გზის საფარი ათეულობით წლებია არ შეკეთებულა. იმდენად ამორტიზებული იყო გზა, რომ მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა. ახლა აღნიშნული ტერიტორია უკვე კაპიტალურად არის მოწყობილი. გამგეობის მიერ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ზედაუბნის ქუჩაზეც და ჩიხებშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა“, განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 142 451 ლარი გამოყო.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.