მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში.... „არ გინდოდათ რძე და ყველი“
02-05-2019, 15:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტზე ოფიციალური ვაშინგტონისგან უარი მიიღო.

 


„აბა, დაფიქრდით - ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით თეთრ სახლში, საქართველოში ჩამოვიყვანე ამერიკის ახლანდელი და მაშინდელი პრეზიდენტები და სამჯერ ვიცე-პრეზიდენტი, ინაგურაციაზე და ისედაც ბევრჯერ სახელმწიფო მდივანი. დამისახელეთ ისრაელის სახელმწიფო მდივნის გარდა, რომელიმე სხვა პატარა ქვეყანა, რომელსაც ერგო ამდენი პატივი..

 


ამაზეა ნათქვამი „არ გინდოდათ რძე და ყველი"... და ახლა გვაქვს აი, ეს", წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტზე ვაშინგტონისგან უარი მიიღო, „რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით კი, საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვიზიტის განხორციელებაზე დიპლომატიური არხებით მუშაობა დაწყებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი