გვირილობა 2019 სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღინიშნა
02-05-2019, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გვირილობის დღესასწაული მუხნარის ტყე-პარკში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებით აღინიშნა.

 


წყალტუბოს სახალხო თეატრის მსახიობებმა, ანსამბლ „ნადურის“ მომღერლებმა, ანსამბლ ,,სიონის’’ მოცეკვავებმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს ზვიად შალამბერიძეს, მოადგილეს იოსებ ხახალეიშვილს, პარლამენტარს გივი ჭიჭინაძეს დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებს თეატრალიზებული წარმოდგენა, უძველესი ქართული სიმღერები, ცეკვები, თვითნასწავლი ოსტატებისა და სამხატვრო სკოლის პედაგოგების მიერ შექმნილი ხალხური რეწვის ნიმუშები წარუდგინეს.

 


„საპატიო სტუმრებს ღირსეულ მასპინძლობას უწევდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, მერის მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი.

 


მუხნარის ტყეში გამართულ ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებული გახდა წყალტუბოელი ფალავანი გიორგი შარაბიძე.

 


ორმაისობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ იმართებოდა ქუთაისში ,,გვირილობით“, დოღით, ორატორთა შეჯიბრით, საქველმოქმედო აქციებითა და საყოველთაო სახალხო ზეიმით ბულვარში.

 


,,გიმნაზისტკები“ და ,,გიმნაზისტები“ გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად. ,,ორმაისობის“ სასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი ,,გვირილობა“ იყო. პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან, სიკვდილისათვის განწირული ჭლექითშეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა… ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა… ასე გრძელდებოდა 1909 წლიდან 1919 წლამდე… 2008 წელს გვირილობის დღესასწაულის ტრადიცია აღდგა, უფრო თეატრალიზებული, ფერადი, სანახაობრივად ლამაზი, გასართობი ღონისძიებებით დატვირთული გახდა", აღნიშნულია წყალტუბოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი