თბილისი „სთორითელინგის“ ფესტივალს უმასპინძლებს
03-05-2019, 12:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისში 20-22 ივნისს ამბის თხრობის, ე.წ. „სთორითელინგის“ პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს მიერ დაფუძნდა. ZEG – Tbilisi Storytelling Festival აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც გაგვიზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს.

 


სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 29 უცხოელი სტუმარი, მათ შორის Warner&Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, ჟურნალისტი და ტელე-პროდიუსერი - პიტერ პომერანცევი, საგანმანათლებლო პლატფორმა "მასტერკლასის" დამფუძნებელი - აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი - ჯო საბია და სხვები. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად ჟურნალისტებისთვის დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები, რომელსაც გაუძღვებიან The Guardians-ის, CNN-ის და BBC-ს წარმომადგენლები.

 


ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ „სთორითელინგის" როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ შთაგონება საკუთარი საქმიანობისთვის.

 


ფესტივალთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც დამფუძნებლები და მხარდამჭერები გაუძღვნენ.

 


როგორც პრესკონფერენციაზე თბილისის მერიის კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსმა თამარ თოფურიძემ განაცხადა, მსგავსი შემოქმედებით პროექტები და ფესტივალები ხელს უწყობს დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

 


„საფუძველი ჩაეყარა ახალ ფესტივალს „ამბის თხრობა - სთორითელინგი“, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარებისთვის და ქალაქის ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის. თბილისის მერია არ იქნება მხოლოდ მხარდამჭერი. დამრწმუნებული ვარ, ყოველი ჩვენგანი აქტიური მსმენელი იქნება იმ საინტერესო ამბების, რომლებსაც ამ ფესტივალზე მოყვებიან“, აღნიშნა თამარ თოფურიძემ.

 


ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, „თიბისი სტატუსი“, Windfor’s, „აჭარა ჯგუფი“, ამერიკის საელჩო საქართველოში, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ფაბრიკა“.

 

 

ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი