სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. კანონმდებლობით, მინისტრის ცვლილების შემთხვევაში, თანამდებობას მოადგილეებიც ტოვებენ და მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან.
სასჯელაღსრულების უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სულ ორი მოადგილე ჰყავდა - კახა კახიშვილი და ბესიკ დევდარიანი. როგორც ცნობილია, კახა კახიშვილი უწყების ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა. შესაბამისად, თანამდებობიდან მხოლოდ ბესიკ დევდარიანი გათავისუფლდა.
ახალი მინისტრის მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება პრემიერ-მინისტრმა უნდა გამოსცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.