დარწმუნებული ვარ, ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები დავით გარეჯის საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას, აღნიშნული განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურმა გააკეთა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, კომისია, რომელმაც დავით გარეჯის საკითხზე უნდა იმუშაოს, განახლდება და უახლოესი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.
„პირველივე დღიდან იყო ინტენსიური კომუნიკაცია უწყებებს შორის. მქონდა დავალებული ყველა მინისტრისთვის აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, რომ ჰქონდათ ძალიან აქტიური საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრებს და მოგეხსენებათ, რომ არის მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება თავად კომისიას, კომისიას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია, აქედან გამომდინარე ჩვენ განვაახლებთ კომისიას, მას დავამტკიცებთ ხელახლა, ეს მოხდება სავარაუდოდ, უახლოესი მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს. ამ პერიოდში ბუნებრივია, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.