პრემიერ მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განიხილება
03-05-2019, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განიხილება.

 

 

მისივე თქმით, „თუ რომელიმე უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნებისა და ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში როგორც 2019, ასევე 2010 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მივიღოთ".

 


„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე კომენტარი და კიდევ გავაკეთებ. ამ ეტაპზე არ იგეგმება არაფერი, მაგრამ გავიმეორებ, რაც არაერთხელ დავაფიქსირე. 2019-2020 წლებში, ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსი, რათა მივაღწიოთ ყველა მიზანს, რომელიც შევპირდით საზოგადოებას.

 

 

ბუნებრივია, ამ მიზნების მიღწევა საკმაოდ რთული პროცესია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყველა უწყება, ყველა სამინისტრო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდეს. შესაბამისად, სიჩქარესა და ტემპებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რა თქმა უნდა, რომელიმე უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნებისა და ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში როგორც 2019, ასევე 2010 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება“, აცხადებს მთავრობის მეთაური.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი