კახა კალაძე თბილისელებს ახალი რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შერჩევას სთავაზობს
03-05-2019, 17:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, რვამეტრიანი ავტობუსების ფერის შესარჩევად მოსაზრებების დაფიქსირებისა და გამოკითხვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

 


კახა კალაძის თქმით, უკვე გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც წლის ბოლომდე თბილისში 220 ერთეულ რვამეტრიან ავტობუსს შემოიყვანს.

 


„მინდა გავითვალისწინო თბილისელების მოსაზრება ტრანსპორტის ფერთან დაკავშირებით. ჩვენ ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვქონდა, როდესაც 10-მეტრიანი ავტობუსები შევიძინეთ. განვახორციელეთ შესყიდვა და ფერი თბილისელებთან ერთად შევარჩიეთ. „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები ძალიან ლამაზი გამოვიდა, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ თბილისელებს. ახლა რვამეტრიან ავტობუსებთან დაკავშირებითაც გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები. ამ ვიდეომიმართვის შემდეგ ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე დაიდება ამ ავტობუსების ორი კონკრეტული ფერი და მინდა თქვენი ჩართულობა, მოსაზრებებიც მოვისმინო და ჩვენ მათ აუცილებლად გავითვალისწინებთ. ჩემთვის თქვენი აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება აქტიურობა და ერთობლივად მივითებთ გადაწყვეტილებას რვამეტრიანი ავტობუსების ფერთან დაკავშირებით“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი