ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები გაიწმინდა
03-05-2019, 19:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურების გაწმენდის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

 


როგორც მერმა განმარტა, ცხაურები პერიოდულად ნაშალი მასალით ივსება და გაწმენდას საჭიროებს.

 


„13 ივნისის სტიქიის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებიც ვერეს ხეობას მონიტორინგს უწევდნენ, დაგვავალდებულეს, რომ მოგვეწყო ე.წ. ნატანდამჭერი ცხაურები. ეს პროექტი განხორციელდა. ამის შემდეგ ჩვენ მუდმივად ვახდენთ დაკვირვებას და როდესაც ცხაურები ივსება ჩამოტანილი მასალით, ისინი იწმინდება. თქვენც ხედავთ, რა რაოდენობის ხე და ტალახია ჩამოტანილი. აუცილებელია, ეს გაიწმინდოს. განსაკუთრებით, გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში უხვი ნალექი მოდის და ყოველმხრივ მომზადებულები უნდა ვიყოთ, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას ამ მიმართულებით. ამ სამუშაოებს ეტაპობრივად ვაწარმოებთ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, ვერეს ხეობის კალაპოტში დამონტაჟებული ცხაურების გაწმენდის სამუშაოები წელს, შარშანდელთან შედარებით, ადრე დაიწყო და წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ, გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება.

 


ვერეს ხეობაში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს, მერთან ერთად, მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი