შსს-მ საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა
03-08-2015, 02:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა გასული თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.


სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის ივლისის თვე 737 696 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,5 %-ით მეტია.


„შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 336 664 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%); ბ) ტრანზიტი – 182 693 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 24,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,7%); გ) სხვა – 218 339 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 29,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,4%). რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 3 069 999 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4,9 %-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. 2015 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+7,9%), სომხეთიდან (+11,9%), რუსეთიდან (+6,6%) და უკრაინიდან (+0,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ: ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 23%, 23%, 15%, 15%, 15% და 15%), შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი (32%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის და მოლდავეთის მოქალაქეები 48% და 32%–იანი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 768% და საუდის არაბეთი – 137%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა“, – აღნიშნულია სტატისტიკაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი