დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ორგანიზებით საქველმოქმედო სპორტული აქცია “Run and Bike” გაიმართა.
სპორტულ აქციაში მონაწილეობა თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებულმა სამხედროებმა, ექიმ-რეაბიტოლოგებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებმა და პოლონეთის ელჩის მოადგილემ საქართველოში მარჩინ ჟოჰოვსკიმ მიიღეს.
საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა სპორტულ კლუბ „წრე“-ში სარბენ ბილიკებსა და ველოტრენაჟორებზე ირბინეს. ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხები „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდში“ ჩაირიცხება.
„დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“ გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა და მიზნად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარებას ისახავს.
სპორტული შეჯიბრება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის, „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის“ და სპორტული კლუბ „წრის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.