საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა ჯართის ბიზნესში მოქმედი საწარმოების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და სახელმწიფოს მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „IBERIASTEEL“-ის დირექტორი და დამფუძნებელი ირინე ხინკილაძე სხვადასხვა პირების სახელზე არეგისტრირებდა ფიქტიურ ორგანიზაციებს და ამ ორგანიზაციების სახელით ახდენდა თავის საწარმოზე ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოწერას, თითქოს ამ საწარმოებისგან შეიძინა შავი ლითონი.
აღნიშნული სქემით შპს „IBERIASTEEL”-მა მიიღო დღგ-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი ჩათვლები, ხოლო ფიქტიურად შექმნილი საწარმოს დირექტორები ხინკილაძესთან წინასწარი შეთანხმებით განზრახ არ იხდიდნენ დღგ-ს დავალიანებას.
ამ ეტაპზე გამოვლენილია სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი – 550 446 ლარის ოდენობით.
ი. ხინკილაძესთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-იდან 7 წლამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.