შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა მამკოდის მიმდებარედ, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადმოიყვანეს.
ძლიერი ნალექის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩენილთა შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.
სამაშველო ოპერაციაში 25 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით განხორციელდა. ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.