უამინდობამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის გამო, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ჯებირები გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია სოფლის შიდა გზები.
ახმეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად ილტოს და ორვილის ხეობის მიმდებარე ტერიტორია დააზიანა.

არსებულ მდგომარეობას ადგილზე ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი გაეცნენ.
სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადლები. ადგილზე მობილიზებული იყო ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.