თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კრეათონი - „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ დღეს დასრულდება. დასკვნითი ღონისძიება 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდებიან საუკეთესო დავალების ავტორი ჯგუფები, რომლებსაც გარდა იმისა, რომ გადაეცემათ საპატიო და ორიგინალური ჯილდოები, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ პროექტის მომდევნო ეტაპების განხორციელებაში.
კრეათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ - ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას.
კრეათონის საკონკურსო დავალებები მოიცავდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. კრეათონში მონაწილეობა მიიღო 14 უნივერსიტეტის 30-მა გუნდმა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.