​სალომე ზურაბიშვილი: კულტურა საქართველოს არსი, ისტორია, წარსული და მომავალია
06-05-2019, 18:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფორუმზე „საქართველო, ევროპა“ სიტყვით გამოვიდა, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ქართული კულტურის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და კულტურის განვითარებაში საქართველოს მთავარი მხარდამჭერი სწორედ ევროპაა.

 

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, კულტურა საქართველოს არსი, ისტორია, წარსული და მომავალია.

 

 

„ის, რომ საქართველო, საუკუნეების განმავლობაში, უამრავ შემოტევას გადაურჩა, ეს სასწაული სწორედ ევროპულ, ქრისტიანულ კულტურასთანაა დაკავშირებული. თუ დღეს უცხოეთში და პირველ რიგში, ევროპაში საქართველოს ცნობენ, ეს სწორედ ქართული კულტურის დამსახურებაა. კულტურა ჩვენი დიდი ძალა, მონაპოვარი და რესურსია. ჩვენ არ ვართ ბუნებრივი რესურსებით - ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა, მაგრამ გვაქვს კულტურა. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, ჩვენთან შემოვიდა ევროპული კულტურა თავისი კანონმდებლობითა და წესრიგით, რამაც განაპირობა ჩვენი დღევანდელი განვითარება და საქართველოს დემოკრატიულ წარსულში დაბრუნება. ამ მიმართულებით ევროპა საქართველოს მხარდამჭერია, მაგრამ ეს არ არის ცალმხრივი გზა. ჩვენც შევდივართ ევროპის კულტურაში და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სრულყოფილად შევიდეთ იმ კულტურულ სივრცეში, რომელსაც ვეკუთვნით. შესაძლოა, ბოლომდე არ ვიყოთ მზად, სხვადასხვა მიმართულებებით, იმისათვის რომ ევროპულ სივრცის სრულყოფილი ნაწილი გავხდეთ, მაგრამ რაც შეეხება კულტურას, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც მისი ნაწილი. ეს ჩვენი ურთიერთობების წინაპირობა და ძირითადი მოთხოვნაა. ეს ჩვენი მოსახლეობისა და საზოგადოებისთვის ყველაზე ნათელი ნიშანი იქნება იმისა, რომ ჩვენ რაღაც შორეულ პერსპექტივას კი არ ველოდებით, არამედ უკვე დღეს ვართ ევროპა, ევროპის კულტურის ნაწილი, ხვალ კი, ვიქნებით ევროპის სრულყოფილი წევრი”, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

პროექტის „საქართველო, ევროპა“ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ევროპული ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის ამაღლება, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა - ქვეყნის, როგორც სანდო და ძლიერი პარტნიორის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი