მამუკა ბახტაძე: ოკაცეს ჩანჩქერის ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას გაასამმაგებს
06-05-2019, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას მინიმუმ გაასამმაგებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ სოფელ კინჩხაში, სადაც ახლად აშენებული ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

 

 

ბუნების ძეგლზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვიზიტორთა ცენტრის გარდა, მოეწყო ბილიკები და გადასახედი პლატფორმები, რაც ბუნების ძეგლის დათვალიერებას მეტად უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის. ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარით დაფინანსდა.

 

 

„ჩვენ გავაფართოეთ ოკაცეს კანიონის პროექტი, რომელიც ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ,სოფელ კინჩხაში მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, მინიმუმ გავასამმაგებთ ტურისტების რაოდენობას ამ ულამაზეს კუთხეში", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში კიდევ მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის - სკოლების რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს მომავალში პროფესიული გადამზადების ცენტრი გაიხსნება.

 

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა, ყველა კუთხეში იყოს ისეთი ტიპის პროფესიული სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებული ახალგაზრდებიც მოკლე ვადაში დასაქმდებიან.

 

 

„ხონში ახალგაზრდულ ცენტრს ავაშენებთ. ასევე, იგეგმება ხონის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია და ბევრი სხვა პროექტი. მე გავეცანი იმ პროექტებს, რომელიც სოფლის მეურნეობაში დავაანონსეთ. ხონი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიციარია. ჩვენ გვჭირდება, გავასამმაგოთ ის ციფრები და შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს", აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

 

პრემიერ მინისტრი ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი