უკვე ათწლეულებია, რაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა არის. სწორედ აქიდან გამომდინარე, 2014 წელს, გარდაბანში სოლიდური თანხები სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის იქნება გამიზნული.
როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ჩადუნელი guardian.ge -სთან საუბარში აცხადებს, 2014 წელს მათთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი როგორც სასმელი, ისე სარწყავი სისტემების მოწესრიგება იქნება.
"სოფლებში; კუმისი, თელეთი, წალასყური, მარტყოფი, ნორიო, ახალსოფელი, ახალსამგორი, სამუშაოები მალე დაიწყება, რადგან უკვე აღნიშნული სოფლების სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით ტენდერები გამოცხადებულია. რეგიონული განვითარების ფონდიდან ამ სამუშაოების ჩასატარებლად 2 მილიონ 30 ათასი ლარი გამოიყო", -აცხადებს ნუგზარ ჩადუნელი და განაგრძობს:
"ამასთან ჩვენ უნდა დავამთავროთ 2013 წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები; ეს არის ახალსოფლის საბავშვო ბაღი, სარიტუალო დარბაზები ლემშვენიერასა და ლელაშხაში და გარდაბანში შემოსასველი საავტომობილო გზის ტროტუარები. გარდა ამისა ქალაქ გარდაბანში უნდა აღდგეს დავით აღმაშენებლის სახელობის დასასვენებელი პარკი, ფეხბურთის სპორტული მოედანი და დარბაზი. ასევე დაგეგმილია სპორტდარბაზების აშენება მარტყოფში, ლემშვენიერასა და თელეთში".
ნუგზარ ჩადუნელის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მილიონობით ლარის კერძო ინვესტიციებიც განხორციელდება, მათ შორის ენერგეტიკის სფეროშიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.