გრიგოლ ვაშაძე: გეშინოდეთ გათიშული, ჩახშობილი „რუსთავი 2-ის“, ვიდრე „რუსთავი 2-ის“, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს
07-05-2019, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გეშინოდეთ გათიშული, ჩახშობილი „რუსთავი 2-ის", ვიდრე „რუსთავი 2-ის", რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს, მიმართავს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას და აცხადებს, რომ ტელეკომპანიას მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება დაიცავს.

 

 

ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის სარჩელს „ფეიკი" უწოდა.

 

 

„საარჩევნო კამპანიის დაშინების, მოსყიდვის, შანტაჟის პარალელურად, ე.წ, ხელისუფლება სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილს კრიმინალურმა დაჯგუფებამ ახალი შეტევა დაიწყო სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების რუპორ - „რუსთავი 2-ზე". „რუსთავი 2"-ის მთელი ქონების დაყადაღების და სტრასბურგში „რუსთავი 2-ის" სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რევანში აიღოს....

 

 

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რა ხდება ჩვენს გარშემო - კონსტიტუციით არგათვალისწინებულმა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმმა 7-წლიან მმართველობის თავზე დააჯილდოვა საქართველო სამი უმწვავესი კრიზისით - პოლიტიკური, სადაც ერთ მხარეს ე.წ. ხელისუფლებაა, ხოლო მეორე მხარეს საზოგადოება, სოციალური, რაც მასობრივ ემიგრაციაში გამოიწვევს და დაცარიელებული სოფლები და ქალაქები დაგვიტოვა; ეკონომიკური, როდესაც ქვეყნისთვის საჭირო ყველა პროგრესული კარგად გათვლილი, მოფიქრებული ეკონომიკური პროექტი გაჩერებულია, ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპები კრიტიკას ვერ უძლებს.

 

 

ამ კატასტროფის დროს, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა ერთი - დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და მაქსიმალურად ეცადოს, ერთი-ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც „რუსთავი 2" თუ ყელაზე წამყვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია. მას სურს Fake სარჩელით „რუსთავი 2" ჩაიგდო ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს, რის მაგალითსაც 7 წელი ვუყურებთ. მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, საზოგადოება „რუსთავი 2"-ს დაიცავს. გეშინოდეთ გათიშული, ჩახშობილი „რუსთავი 2-ის", ვიდრე „რუსთავი 2-ის", რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს იმიტომ, რომ მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის უკიდურეს ფორმებს. არ დაგანებებთ, რომ საქართველო მთლიანად დაემსგავსოს თქვენს სათაყვანებელ რუსეთის ფედერაციას", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი