ვაკის რაიონში, ნუცუბიძის III მიკრორაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
07-05-2019, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო ნუცუბიძის III მიკრორაიონში მიმდინარეობს.

 

 

პროექტის ფარგლებში, ამავე მიკრორაიონის I კვარტლის მე-10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. აღნიშნული კორპუსის შიდა ეზოში და III მიკრორაიონის დასაწყისში არსებულ საერთო სარგებლობის კიბეზე წვიმის დროს წყალი გროვდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება.

 

 

გარდა ამისა, ამავე კვარტალში მე-10 კორპუსთან დამცავი კედელი ეწყობა. მშენებლობის შედეგად, მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებლები კლდის ჩამოშლის საშიშროებისგან იქნებიან დაცული. პროექტის თანახმად, კედლის სიგრძე 43 მეტრს შეადგენს. სამუშაოებს ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „კლასიკ სტროი“ აწარმოებს.



კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის მე-2 და მე-3 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ მისამართზე ახალი ტიპის - Street Workout ტრენაჟორები დამონტაჟდა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს.

 


პროექტის ბოლო ეტაპზე, მოედანზე რბილი საფარი დაიგება. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ემ ემ“-ი ასრულებს.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი