თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
07-05-2019, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც თანამედროვე ტიპის ატრაქციონები დამონტაჟდა.

 

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ფეხით სავალი ბილიკები და გარე განათების სისტემა. ასევე, დაირგო სხვადასხვა სახის მცენარეები, ჰიდროთესვის პრინციპით, დაითესა ბალახი და სარწყავი სისტემა მოეწყო.

 

 

განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

 

 

„ჩიქოვანის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა. აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე გამოვიდა და მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. ამ დროისთვის, სკვერების რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

 

სამუშაოები, რომლის ღირებულება 119 362 ლარს შეადგენს, კომპანია „გრინსერვისი+“-მა განახორციელა.

 

 

ამ ეტაპზე, საბურთალოს რაიონში, სკვერებისა და დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია დამატებით, შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი