​საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებებზე იმსჯელეს
07-05-2019, 15:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონეთში, საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდა.

 


პრეზიდენტებმა მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებულ ფორმატში გამართეს.



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც წლების განმავლობაში დინამიურად ვითარდება.

 


„მხარეებმა პოლონეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების 100 წლის იუბილეზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ეს თარიღი კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველო - პოლონეთის მყარ, სტაბილურ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ასპარეზზე ნაყოფიერ თანამშრომლობას.

 


მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 


საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დასვა, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის გაძლიერების საკითხი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროა, აღნიშნული ფორმატის მაღალ, პოლიტიკურ დონეზე აყვანა.

 


ხაზი გაესვა პოლონეთის როლის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი, რომ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიღწევები სათანადოდ შეფასდეს და არ იყოს განზოგადებული მიდგომები, ხელი შეეწყოს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირში. მაგალითად, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში, სადაც საქართველოს არ სჭირდება დამატებითი ძალისხმევა, ისარგებლოს იმ ბენეფიტებით, რითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ.

 


მოლაპარაკებებისას საუბარი შეეხო ცირკულარული მიგრაციის საკითხს, რომელიც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს შეუწყობს რეგულარულ მიგრაციას, რაც თავისთავად, არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრის საფუძველია.

 


ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების მნიშვნელობას. საქართველოსათვის საინტერესოა სამი ზღვის - შავი ზღვის, ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის ინიციატივაში მონაწილეობა, რაც ასევე საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი გახდება.

 


როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ 2019 - 2020 წლებში, პოლონეთის საელჩო საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციას ასრულებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

 


აღინიშნა, რომ საქართველოსათვის საინტერესო მაგალითია პოლონეთის სახელმწიფო მოწყობა და დეცენტრალიზაცია, რადგან რეგიონთა შორის ურთიერთობის საქართველოს განვითარებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია", აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი