საქართველოს პრეზიდენტი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაცულია.
აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, მედიას პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააცნო.
„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება დაცულია და გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იყოს სრულიად დაცული. კონსტიტუციით არის გარანტირებული საქართველოში სიტყვის თავისუფლება", განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.