შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია. შს ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს და ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ უწყებაში გარკვეულ გადაადგილებებს ექნება ადგილი.
"შესაძლებელია მოხდეს გარკვეული გადაადგილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე დაემშვიდობება თავის თანამდებობას თუ ა.შ. შეიძლება მოხდეს გადაადგილებები, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ ვერ გეტყვით" - ეს განცხადება ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც შსს-ში საკადრო გადაადგილებებს ეხებოდა, ახალმა მინისტრმა გააკეთა.
ამ დროისათვის კი ცნობილია, რომ ვაკანტურია შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი, ვინაიდან იოსებ გოგაშვილი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, ვახტანგ გომელაურის მოადგილე ამჯერად უსაფრთხოების სამსახურში იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.