თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
07-05-2019, 16:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის, საპატრიარქოს ფონდის - ,,გაამწვანე საქართველო’’ და თბილისის საკრებულოს ერთობლივი გამწვანების აქცია გაიმართა.

 

 

ღონისძიებაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად ჩაერთო და ხეების დარგვაში მიიღო მონაწილეობა.

 


ტერიტორიის გასამწვანებლად საპატრიარქოს ფონდმა - „გაამწვანე საქართველო“ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რევაზ სოხაძემ მუნიციპალიტეტს ჯამში, დაახლოებით, 2000 ძირი ფიჭვი გადასცეს, რომლის მოვლა-პატრონობას, დარგვის შემდეგ, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

 


„მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი. ახლა ვარკეთილში ვიმყოფებით, გამწვანების ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსის, საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტუდენტები, ჩვენი ჯარისკაცები. ყველა მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. ზოგადად, ქალაქის გამწვანება და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნარგავებს სჭირდება მოვლა-პატრონობა, რაზეც „ეკოსერვის ჯგუფი“ - ჩვენი ერთ-ერთი სამსახური იღებს პასუხისმგებლობას“, განაცხადა კახა კალაძემ.

 


გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს დეპუტატები, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, სასულიერო პირები, რამდენიმე ქვეყნის ელჩი და დიპლომატიური კორპუსის წევრები, შეიარაღებული ძალებისა და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი