​საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ვარშავის საერთაშორისო კონფერენციაზე აღმოსავლეთ პატრნიორობის 10 წელი შეაფასეს
08-05-2019, 10:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ვარშავაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ლიდერების დიალოგი - აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი".

 


პრეზიდენტებმა მიმოიხილეს და შეაფასეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

 


ინიციატივის წარმატების გასაღებად კონფერენციაზე ორი პრინციპი დასახელდა - ინკლუზიურობა და დიფერენციაცია.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც ძალიან ბევრი სარგებელი ნახა ამ ინიციატივისგან და ამ საქმეში პოლონეთის ღვაწლი და დამსახურება ძალიან დიდია. პოლონეთი შვედეთთან ერთად, სწორედ ამ ინიციატივის დამფუძნებელი ქვეყანაა და 7 მაისს, სიმბოლურად დაემთხვა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს.

 

 

როგორც კონფერენციის შესახებ საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში მიიღო საქართველომ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან და გაწევრიანდა ევროპის ენერგოკავშირში, რაც თავისთავად დიდი მიღწევებია. პრეზიდენტებმა დისკუსიის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეთა კითხვებს უპასუხეს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაციითა და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებზე გამკლავების სტრატეგიით დაინტერესდნენ.

 

 

დისკუსიის შემდეგ ,,ბელვედერის სასახლეში" საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი