ქალაქ სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 1,342,388 ლარი იხარჯება
03-08-2015, 04:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ქალაქ სიღნაღის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1,342,388 ლარია.


სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან – ჯუანშერ ბურჭულაძესთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ქიზიყურაშვილთან ერთად, დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.


პროექტის განხორციელების შედეგად სიღნაღის მოსახლეობა, კერძოდ, 900-ზე მეტი ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. ამჟამად სიღნაღის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, კერძოდ, 600 ოჯახს წყალი დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში მიეწოდება, 300 ოჯახს კი, 24 საათიდან მხოლოდ 8 საათი.


პროექტის განხორციელების შედეგად, ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყლის ხარისხი და შემცირდება წყლის დანაკარგი. პროექტის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებული ქსელის რეაბილიტაცია. ასევე, მოხდება 3 ახალი ჭაბურღილის მოწყობა და რეზერვუარის მშენებლობა.


გარდა ამისა, ყველა ოჯახში დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველი. სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი