ნინო ბურჯანაძე: ნათელია, რომ „რუსთავი 2“-ზე შეტევა ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მედიაზე შეტევა
08-05-2019, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად ნათელია, რომ „რუსთავი 2“-ზე შეტევა ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მედიაზე შეტევა, მხოლოდ იმისთვის რომ საკუთარი ძალაუფლება გაამყაროს და შეინარჩუნოს, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

 

 

ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ არ ეთანხმება „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ იმ შეფასებას, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ პროდასავლურ ძალებსა და პროდასავლურ მედიას ებრძვის და სწორი იქნება, თუ მიმდინარე პროცესს თავისი სახელი დაერქმევა.

 

 

„არ ვეთანხმები „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის იმ შეფასებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ებრძვის მხოლოდ პროდასავლურ ძალასა და პროდასავლურ მედიას. ბიძინა ივანიშვილი უტევს ყველას, ვინც მას არ ემორჩილება. ის წლებია, გვებრძვის ჩვენ, ე.წ. „პრორუსულ ძალასაც“, მხოლოდ იმიტომ, რომ მისგან დამოუკიდებლები ვართ. ივანიშვილისთვის აბსულუტურად მეორეხარისხოვანია, ვინ პროდასავლურია და ვინ - პრორუსული, მთავარია, ნებისმიერი მედიასაშუალება თუ პოლიტიკური პარტია მისი კონტროლის ქვეშ იყოს. ამას ნათლად ადასტურებს ისიც, რომ იგი კარგად თანამშრომლობს პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად იმ ძალებთან, ვისზეც საკუთარი გავლენა გარანტირებული აქვს“, განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ მკვეთად გამოხატული ოპოზიციური მედია საშუალებაა, რომლის არსებობაც ივანიშვილს არ აწყობს, ხოლო მედიაზე შეტევა დიდი საფრთხეების წინაპირობაა.

 

 

„რუსთავი 2“ მუდმივად მუშაობს ივანიშვილის ხელისუფლების მანკიერების გამოსავლენად და ბუნებრივია, ივანიშვილს არ აწყობს „რუსთავი 2“-ის არსებობა. მართალია, ამ ტელევიზიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მას მხოლოდ პროდასავლური პარტიების მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ახლა ასეთი გაყოფისა და ბუტიაობის დრო ნამდვილად არ არის. ამიტომ, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ჩვენ კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მედიაზე შეტევა შემდგომი დიდი საფრთხეების წინაპირობა და საფუძველია. სწორედ ამიტომ, მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს, რაც სწორედ დემოკრატიულ ღირებულებს ემსახურება. დემოკრატია კი მხოლოდ პროდასავლურობას არ გულისხმობს, დემოკრატია, ეს არის აზრის თავისუფლება, პოლიტიკური შეხედულების ან სიმპათიების მიუხედავად“, განაცხადა ბურჯანაძემ, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი