სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს
08-05-2019, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს. განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

მისი თქმით, საქართველოს, ბოლო პერიოდში როგორც ამერიკიდან ასევე, ევროპიდან რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია ეწვია და ამ ვიზიტების მთავარი თემა იყო საქართველოში ჩასატარებელი მომავალი არჩევნები.

 

 

„ამ ვიზიტების მთავარი თემა იყო საქართველოს პოლიტიკური მომავალი და კერძოდ, არჩევნების მომავალი ჩვენს სახელმწიფოში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ევროსაბჭომ ერთობლივად წარუდგინოს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციების სია, რომლის განხორციელებაც უნდა დაიწყოს უახლოეს კვირებში, უახლოეს დღეებში იმისთვის, რომ საქართველოში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩაითვალოს სამართლიან და დემოკრატიულ - შესაბამისად, ლეგიტიმურ არჩევნებად. დიპლომატიის ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს სურს იყოს ევროპული სახელმწიფო, თუ საქართველოს სურს იყოს ტრანსატლანტიკური სივრცის ნაწილი, თქვენ უნდა ჩაატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ გეუბნებით თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნები თქვენს ქვეყანაში ჩაითვალოს დემოკრატიულად“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

როგორც დეპუტატმა განმარტა, რეკომენდაციების მიხედვით, ყველანაირი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება საარჩევნო გარემოს, უნდა იყოს პოლიტიკური კონსენსუსის გზით მიღებული. მისივე თქმით, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი ასევე, შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას.

 

 

„თუ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ჩვენი მეგობრები, ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან თუ როგორ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, როგორ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა, დემოკრატია და მშვიდი განვითარების მომავალი ჩვენი სახელმწიფოსთვის“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი