კრწანისის რაიონის გამგეობის ინიციატივის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კრწანისის რაიონში შვიდი ლოკაცია დაასუფთავა.
ნარჩენებისგან გაიწმინდა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის ერთი მონაკვეთი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორია, თაბორის მთა, კრწანისის სკვერი და კრწანისის ქუჩაზე არსებული ხევი. ამასთანავე, დასუფთავდა ლეღვთახევის ტერიტორია.
დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელი იყო ჩართული. ადგილზე ასევე, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა და მთამსვლელთა ჯგუფი.
აქციას კრწანისის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, რაიონში არსებული კერძო სკოლა „კრწანისი მარჯის“, N218, N153, N127, N70, N65, N144, N72 და N75 საჯარო სკოლების მოსწავლეები შეუერთდნენ. მოსწავლეებმა თავიანთი სკოლების ეზოები დაასუფთავეს. აქციაში მონაწილეობა კრწანისის სასწავლო უნივერსიტეტის - „გეო-მედი“ სტუდენტებმაც მიიღეს.
კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებსა და აქციის თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადა.
კამპანიის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს უბანზე“ ფარგლებში, კრწანისის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ღონისძიებას აწყობს, რომლის მიზანი გარემოს დაცვა და ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.