გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ მალხაზ მაჩალიკაშვილის საუბრის ფაბრიკაციას არ აქვს ადგილი, მაშინ მტკიცებულება ძალიან სერიოზულია და ამას უნდა მოჰყვეს ნაბიჯები
08-05-2019, 18:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის განზრახვის შესახებ საუბრობს, „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია ეხმაურება.

 

 

როგორც მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, „თუ აქ არ არის ფაბრიკაცია და [ჩანაწერი] ავთენტურია... მაშინ მტკიცებულება ძალიან სერიოზულია და ამას უნდა მოჰყვეს ნაბიჯები“.

 

 

„თუ აქ არ არის ფაბრიკაცია და ავთენტურია და ეს არ გახლავთ ჩემი მხრიდან თავდასხმა, ეს არის დათქმა უბრალოდ. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს ფაბრიკაციაა. დაცვა იძახის, რომ არისო, ახლა გადაუთქვია თურმე და ეს ძალიან ცუდის ნიშანია დაცვისთვის და ამის ჩვენება ადვილია ტექნიკურად ხომ? ეს კი არ არის რაღაც, რომ ვერ გაარკვევ ამას და თუ ეს ასე არის, გასაგებია, მაშინ მტკიცებულება ძალიან სერიოზულია და ამას უნდა მოჰყვეს ნაბიჯები და თუ ამას არ მოყვება ნაბიჯები, მაშინ ჩნდება მთელი თაიგული კითხვების მათ [ხელისუფლების] კომპეტენტურობაზე, რისთვის შეკერეს, რომ აქაც პიარს ეწევიან და არა პირველ რიგში საფრთხეების თავიდან აცილებას. ყველაფერი ერთად ისევ არის ის სურათი, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს უნარი, ხედვა, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი