ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 7 მაისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, ტრადიციული სამუშაო შეხვედრა გამართა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე რეგიონულ საზედამხედველო შპს „მშენ-ექსპერტის“ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეაფასეს მიმდინარე სამუშაოები.
როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ამ შეხვედრების მიზანი სამუშაოების გაკონტროლება და შემსრულებელი კომპანიების მიერ სატენდერო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დროულად და ხარისხიანად შესრულებაა.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტეტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი იოსებ ღარიბაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.