მსხვილ სავაჭრო ობიექტებში რძის პროდუქტებზე ეტიკეტის წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა
03-08-2015, 04:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რძის ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან მესამე დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზაზა დოლიძესთან, სააგენტოს სპეციალისტებთან და მედიასთან ერთად მსხვილი სავაჭრო ობიექტები მოინახულა. შემოწმებისას ეტიკეტის წესის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.


როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ აღმოაჩინეს ეტიკეტირების დარღვევა.


"თქვენ მოგეხსენებათ 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა რძისა და რძის შესახებ რეგლამენტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა რძის პროდუქტზე ვრცელდება და მათ შორის გამონაკლისები არ არსებობს. სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს რამოდენიმე მწარმოებელი თავის მომხმარებელზე არ ზრუნავს სათანადოდ ან არასათანადოდ აღიქვეს ეს რეგლამენტი. მე მინდა ყველას მივმართო, განსაკუთრებით მოსახლეობას, დააკვირდნენ ეტიკეტს, არავითარ შემთხვევაში არ მოტყუვდნენ", - განაცხადა დანელიამ.


მისივე თქმით, დღეს აიღეს რამოდენიმე ნიმუში, სადაც არ არის მითითებული, რომ არის მცენარეული ცხიმი, თუმცა ამას მაინც გადაამოწმებენ ლაბორატორიაში.


"მაგრამ, იყო ისეთი ანომალიური შემთხვევები, როდესაც აწერია პირობითად მაწონი, მაგრამ ასევე ცალსახად, ძალიან თვალსაჩინოდ აწერია, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მენეჯერმა გვითხრა, ამას ფასებზე გავლენა არ მოუხდენია", - განაცხადა დანელიამ.


მისივე თქმით, აღმოჩენილ შეუსაბამობაზე დაჯარიმდება რეალიზატორი, ვინაიდან მას დახლიდან უნდა ჩამოეღო ეს პროდუქტი, თუმცა ლაბორატორიის დასკვნის შედეგად, შესაძლოა მწარმოებელიც დაჯარიმდეს.


აღნიშნული კონტროლი 1 აგვისტოდან დაიწყო. მინისტრის გარდა, დღესვე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაღაზიას შეამოწმებენ.


2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე", რომელიც მიზნად ისახავს, რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.


მთავრობის ამ რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად კარაქისებრი ან კარაქის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი.


ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.


2016 წლის პირველ აგვისტომდე დასაშვებია რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა "მსგავს"-თან ან/და ბოლოსართ "ებრ"-თან ერთად, მაგალითად, რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე...) გამოყენება აიკრძალება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი