წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
08-05-2019, 18:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

 

ქალაქ წყალტუბოში, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტი თამარ მეფის ქუჩაზე №1, №3, №9, №11, №12, №13, №15 და №18 -ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია დასრულებულია, გაკეთებულია სანიაღვრე არხები და ცხაურები. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 311 110 ლარს. პროექტის მოსარგებლეა მინიმუმ 250-ზე მეტი ოჯახი.

 


რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის 5%-იანი წილით სოფელ მაღლაკში, ჟორჟოლიანების უბანში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველ ეტაპს შპს. „მიმდემი“ ახორციელებდა, ამჟამად შპს. „ბეტკო“ მუშაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ სოფელში შიდა გზები არასოდეს დაგებულა. სამუშაოების ღირებულება 503. 660 ლარია.

 


ასევე სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს სოფელ ფარცხანაყანევში, რეხის ტყის უბანში. პროექტის ღირებულება 317 608 ლარია.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი