სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
გოგაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ტერორისტული აქტი მის წინააღმდეგ ნამდვილად იგეგმებოდა.
„გუშინ 5 საათზე ოყო საჯარო ბრიფინგი და გუშინ შევიტყვე ზუსტად რა იყო, იქამდე არ მქონდა ინფორმაცია. უბრალოდ ვიცოდი ის, რომ მირჩიეს, უსაფრთხოების ზომები გამეძლიერებინა ოჯახის წევრებზე და ზოგადად, ახლობლებზე. ეს იყო აღდგომამდე ერთი-ორი დღით ადრე, მეტი დეტალები ჩემთვის ცნობილი არ იყო. რეალურად რომ იგეგმებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, იმიტომ, რომ გასაჯაროვდა გუშინ, დაკითხვები მიდის, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ჰაერიდან მოტანილი არ არის. ამ ადამიანზე დიდი ხნის განმავლობაში დეზინფორმაციის მიწოდება, შეცდომაში შეყვანა მიდიოდა, რომ თითქოს, მე იქ ვიყავი, თითქოს, ბრძანება გავეცი, თითქოს, ჩარეული ვიყავი. ეს ყველაფერი ტყუილია, აბსურდია, მე არსად არ ვყოფილვარ. ახლა ვრცლად ვერ გესაუბრებით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მოვა დრო და ბევრ რამეს აეხდება ფარდა და ბევრ სიმართლეს გაიგებთ", უთხრა სოსო გოგაშვილმა „რუსთავი 2"-ს.
სუს-მა გუშინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს მორის(ჰუსეინ) მაჩალიკაშვილის სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაზე ესაუბრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.