მოვუსმინე ყოფილი მინისტრის, [გიორგი ქობულიას] განცხადებებს და მინდა გითხრათ, რომ დიახაც, იყო აცდენა ხედვებში, მიდგომებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან ქობულიას გათავისუფლების მიზეზის შესახებ კომენტირებისას.
„გიორგი ქობულია არის თავის საქმის პროფესიონალი. რაც შეეხება სხვადასხვა დარგობრივ განვითარებას. ამ დარგების სტრატეგიის განვითარების შემუშავებაში მან მართლაც შეძლო მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება... მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი. საბოლოო ჯამში, მისი პოზიციაც იყო ის, რომ გუნდში მუშაობას ვერ გააგრძელებდა და მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც ობიექტურად უნდა მიმეღო. ეს საკითხი არის დახურული. ჩვენ გვაქვს ამბიციური განვითარების გეგმა, მოსახლეობა ელოდება სწრაფ შედეგებს. ჩვენ გვაქვს წარდგენილი სამთავრობო პროგრამა და მივყვებით ამ პროგრამის შესრულებას“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.