ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ თურქეთთან და თურქ ხალხთან გულწრფელი ურთიერთობები გვაკავშირებს
03-08-2015, 05:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ თურქეთთან და თურქ ხალხთან გულწრფელი ურთიერთობები გვაკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს(TIKA) პრეზიდენტ სერდარ ჩამთან შეხვედრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმობის დღესასწაულს ქართველები და თურქები გუშინ ერთად ზეიმობდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.


TIKA-ს წარმომადგენლობა საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტოს განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი – საგანმანათლებლო, კულტურის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას TIKA-ს პრეზიდენტმა, საქველმოქმედო პროექტების გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი