მახათას მთაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება
09-05-2019, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება, - შესაბამისი მემორანდუმი მთავრობას, საპატრიარქოსა და საზოგადოებას - „ივერიისა" შორის გაფორმდა.

 

 

დოკუმენტს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საზოგადოების - „ივერიისა" თავმჯდომარე გიორგი თავაძემ მოაწერეს ხელი.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულებასთან ერთად ექნება კვლევითი ფუნქციაც, რაც თანხვედრაშია მთავრობის გაცხადებულ პრიორიტეტსა და ეროვნულ იდეასთან - განათლებასთან.

 

 

„ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობლივი პროექტი გახდება კიდევ ერთი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს ამ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ამავდროულად ექნება სამეცნიერო-კვლევითი ფუნქციაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ განათლებაზე და დარწმუნებული ვარ, პროექტის რეალიზაციის შემდეგ ეს ადგილი ძვირფასი გახდება ყველასთვის, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო. ჩვენ გვაქვს ეროვნული საგანძური, რითაც ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები, ვამაყობთ ჩვენ და ჩვენი ვალდებულებაა, ის მომავალ თაობებს გადავცეთ. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა წვლილი გვაქვს შეტანილი ქართველ ერს მსოფლიო და ევროპული ცივილიზაციის ფორმირებაში", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

მემორანდუმის გაფორმება ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

 

„არის ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯები და ასეთი ნაბიჯია გადადგმული დღეს. ღმერთმა დალოცოს ეს ნაბიჯი და ღმერთმა ინებოს, რომ გამოიღოს კეთილი შედეგი ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ", - ბრძანა უწმინდესმა.

 

 

საპატრიარქოში ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობას სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობისა და განვითარების მიზნით. მუზეუმში განთავსებული საეკლესიო საგანძურის დაცვასა და მოვლა-პატრონობას მთავრობა უზრუნველყოფს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი